ძეგლთა ფილოსოფია და ფალოსოფია საქართველოში (ანუ სად არის პრომეთე)

დიდი ხანია, ძეგლების თემა ქვეყანაში აქტიური განხილვის საგნად იქცა. ახალი, კრეატიული მონუმენტები ძირითადად მოსახლეობის უკმაყოფილების საგანი ხდება (ხშირად მოსახლეობა სიახლეების მიმართ კრიტიკულია ხოლმე), მაგრამ ფაქტია, ბოლო დროს ქვეყნის მასშტაბით გახსნილი ძეგლების ფორმა თუ შინაარსი დაფიქრების ღირსია.

ჯობს თანმიმდევრულად მივყვეთ.

ნებისმიერი ძეგლი, მასშტაბური მონუმენტი თუ ქანდაკება, რამდენიმე ძირითად ტიპად იყოფა.  ისტორიული – რომელსაც მეფეებს, საზოგადო მოღვაწეებს ან წმინდანებს უდგამენ და ქალაქის არქიტექტურასთან  ერთად, მისი ისტორიის ამსახველი ხდება. კრეატიული  – რომელიც  საგნების, ადამიანებისა თუ მოვლენების ავტორისეულ ხედვას და დამოკიდებულებას წარმოადგენს. არსებობს ისეთი ძეგლებიც, რომელიც ქალაქის რაიმე კოლორიტის, პერსონაჟის ან ნივთის განსახიერებაა (მაგალითად ფიროსმანის მეეზოვე, ქანდაკებები ბარათაშვილის ხიდზე,  ლომების, ფენიქსების გამოსახულებები, რომელსაც შენობების ან ხიდების დეკორატული გაფორმებისათვის იყენებენ).

ისტორიული ქანდაკებები ძირითადად ქალაქის ცენტრალურ მოედნებზე, ან იმ ადგილის მიხედვით იდგმება, რომელსაც ესა თუ ის ისტორიული მოღვაწე უკავშირდებოდა. კრეატიულ ქანდაკებებს ქალაქების ახალ უბნებში დგამენ, ან კერძო კომპანიები უკვეთავენ მათი შენობების წინ – ამაში თავისთავად ცუდი და დასაძრახი არაფერია.

როცა ქანდაკებით ძველი ქანდაკების ჩანაცვლება ხდება, ან მონუმენტი რაიმე კონკრეტული კონცეფციის გამომხატველია – და მას პოლიტიკოსები დგამენ,  აუცილებელია სიფრთხილე იქნას გამოჩენილი, რადგან ის უკვე რაღაც ისტორიულ-პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი ხდება.

აქტიური „  ძეგლომანია “ საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო. კომუნისტური გადმონაშთების დემონტაჟის პარალელურად (რომელიც საქართველოს ძალიან ხანგრძლივი, მაგრამ ამავდროულად „ სამარცხვინო “ ისტორიად ითვლება)  ხელისუფლება დიდ მეფეებსაც მისდგა.

                   პირველი დავით აღმაშენებელი იყო. მისი მონუმენტის დადგმას სასტუმრო ივერიის წინ თავის დროზე ინტელიგენციის დიდი ნაწილი აპროტესტებდა, (ინტელიგენცია სხვათა შორის, თავის დროზე საფრანგეთში ეიფელის კოშკის დადგმის წინააღმდეგიც იყო, თვით დიდი მწერალი, ემილ ზოლაც აპროტესტებდა ამას, თუმცა კოშკი ქვეყნის მთავარ სავიზიტო ბარათად იქცა). მისი გადატანის  იდეამ კვლავ ინტელიგენციის პროტესტი გამოიწვია. საინტერესოა ის, რომ მეფის ძეგლმა (რომელთანაც პრეზიდენტს საკუთარი თავის მუდმივი იდენტიფიცირება უნდა ხოლმე), სასტუმრო ივერიის ახალ იერსახეს შეუშალა ხელი. დავითის ცხენმა ფეხი აიდგა. მეფის სიმძიმის მიუხედავად თბილისის შესასვლელისკენ გააჭენა და დედაქალაქს უკანალი მიუშვირა. ვეჭვობ,  ქუთაისისკენაც გააჭენებს, როცა იქ პარლამენტს გადაიტანენ.

დავითი  ნოვატორი ძეგლი იყო, რომელმაც ქანდაკებებს უძრაობის კომპლექსი მოხსნა და ისინი მოძრავ არტილერიად აქცია. მისი ბედი უკვე ვარდების რევოლუციის მერე დადგმულმა ოქროს ჭაბუკმა გაიზიარა. პრომეთემ დიდხანს ვერ გაუძლო ცირკის მიდამოებში მდგარი ქალების მზერას;  მისი ცეცხლის მოკრძალებული ალი ხანძრად რომ არ ქცეულიყო (უფრო ამ ქალთა უბედურების ყურებით, ვიდრე მათგან მოკიდებული ვნების ალისგან), ბორჯომის ცივ მთებს მიაშურა.

იქნებ ისევ მისი ცეცხლის ბრალი იყო, ბორჯომის უნიკალურ ტყე-პარკს რომ ხანძარი გაუჩნდა და ასწლოვანი ხეები განადგურდა?

ამას მოყვა წმინდა გიორგის მონუმენტის აღმართვა ყოფილ ლენინის, მერე თავისუფლების და სულ ბოლოს გამარჯვების მოედანზე. თუკი თავიდან გიორგის ბრწყინვალების წინ ის ადამიანები, ვინც ამ ადგილს დღემდე ლენინის მოედნად მოიხსენიებენ, ქუდს იხდიდნენ და პირჯვარს ისახავდნენ, ახლა მის წინ სათვალიანი ტურისტები დგანან და ვერ მიმხვდარან, რატომ ადგას ვერცხლისფერ ნაძვის ხეს თავზე ასეთი უცნაური საახალწლო ოქროსფერი ქიმერა.

თუ ოდესმე ღმერთი  მოიცლის საქართველოსთვის და ზევიდან გადმოხედავს, აუცილებლად შთაბერავს სიცოცხლეს გიორგის ცხენს და მასაც მისცემს ნებას ქვეყნიდან გააჭენოს.

დიდი მითქმა- მოთქმის, ბევრი კრიტიკისა და ბევრის მოწონების საგნად იქცა სტალინის ძეგლის დემონტაჟი გორის ცენტრალური მოედნიდან. მონუმენტი, რომელიც, ჩემი აზრით, იმ ფუნქციას ასრულებდა, როცა ისტორიული პირი მასთან დაკავშირებულ ისტორიულ ადგილთან იყო დაკავშირებული, ღამით მოხსნეს, კამერების გარეშე.  მის ადგილზე აგვისტოს ომის ამსახველი გრანდიოზული მონუმენტის დადგმა იგეგმება, რომელიც  შიშველი შეშლილების ცეკვას უფრო გავს, ვიდრე ომისა და ჩვენი სიძლიერის სიმბოლოს.

„ სახიფათოდ თქვენი “, ასეთი უცნაური და ორაზროვანი სახელწოდება აქვს იმ „ მონუმენტს “, რომელიც ყველაზე დიდი მითქმა-მოთქმის საბაბი გახდა ქართული საზოგადოებისთვის. საუბარია კვერცხებისა და შლოპანცების უცნაურ სინთეზზე, რომელიც ბათუმში, სასტუმრო „ რედისონის “ წინ დადგეს.  ეს გენიალური იდეა ვინმე ლილი ფანტოცს 2009 წელს გასჩენია, როცა მან თორმეტ კვერცხზე შემდგარი წყვილი ვარდისფერი კედით საქართველოს სახიფათო გზა განასახიერა. კრეატივი თბილისის მერს მოსწონებია და მაკეტი კაბინეტში შეუნახავს. მოგვიანებით კი მისი ოდნავ შეცვლილი ასლი პრეზიდენტის საყვარელ ქალაქში დაიდგა.

სამწუხაროდ არ ვიცი, ვინ არის ლილი ფანტოცი, თუმცა ფაქტია, ფრანგ სკულპტორს ან შემოქმედებითი კრიზისი აქვს, ან მისი, როგორც ეს ერთ-ერთმა ტელეარხმა უწოდა, „ფილოსოფიურ – ფსიქოლოგიური “ მონუმენტი სხვა დატვირთვას სულაც არ ატარებს. და ის არა ქვეყნის გეოპოლიტიკურად რთულ გზას, არამედ ზუსტად იმ კვერცხებს გამოხატავს, რომელზე შემდგარი ფეხებიც მერე ფეხქვეშ თელავენ ქვეყანას. საგულისხმოა, რომ მონუმენტის ორივე ვარიანტში, კვერცხებზე არც მამაკაცის ფეხსაცმელია, არც ჯარისკაცის ჩექმა და ვარდისფერი კედებიც და მწვანე შლოპანცებიც ქალბატონებს განასახიერებს.  [და ვინ იცის, ქალბატონმა მონუმენტი სულაც საკუთარ თავს მიუძღვნა.]

ამას მოყვა ჯანსაღი ცხოვრების კიდევ ერთი სიმბოლოს მონუმენტი ვარდების მოედანზე. თავად იდეაში დასაძრახი არაფერი იქნებოდა, მისთვის ადგილი სწორად რომ განესაზღვრათ და ტექნიკურად გაემართათ. ორ ბორბლიანი და ორ საჭიანი ველოსიპედი ისეა დამონტაჟებული, მასზე „ მჯდომ “ ადამიანებს მხოლოდ ერთმანეთს შეუძლიათ უყურონ. აქედან დასკვნა, ერთი ლოგიკური – მონუმენტი ჯანსაღი ცხოვრების „ სხვა “ წესზე მიანიშნებს; მეორე – ასოციაციური, ასეთ ქანდაკებაზე კრილოვის იგავი მახსენდება – „კიბო, ქარიყლაპია და გედი’“; როცა ისინი დამეგობრდნენ, ტვირთს ყველა თავისკენ ექაჩებოდა და ძვრა ვერ უყვეს. ეს ჩვენი ველოსიპედიც ჯანსაღი ცხოვრების წესის მაგივრად უძრაობის სიმბოლოდ იქცა და მოძრავი აღმაშენებელი ჩაანაცვლა.

ბოლო პერიოდში დადგმული კიდევ ერთი ძეგლი, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია, რონალდ რეიგანის ქანდაკებაა. ცივი ომისა და საბჭოური ეპოქის დასასრულის სიმბოლო რიყის პარკში განათავსეს. რეიგანი მნახველებს ახსენებს, რომ „ თავისუფლების შენარჩუნება ყოველი თაობის საზრუნავი უნდა იყოს “. ამერიკის 44-ე პრეზიდენტის ქანდაკება ისეთივე დახვეწილია, როგორიც თავად რეიგანი იყო. ქანდაკების ავტორს ვერც დიზაინში, ვერც გემოვნებაში მოედავები.  სადავო ამ შემთხვევაშიც ხელისუფლებაა, რომელიც მოსახლეობას საკუთარ ისტორიას და გმირებს ავიწყებს და უცხოური მითებით აცხოვრებს. თითოეულ მოქალაქესაც ქართულის მაგივრად საკუთარი პატარა, ამერიკული ოცნება აქვს – კეთილი ბიძებითს და შავ სათვალიანი რუსი „ მტრებით “.  ამ ლოგიკით გასაკვირი არ არის, სულ მალე ვალერია ნავადვორსკაიასაც დაუდგან ძეგლი – „ ქალი, ცოცხალი ლეგენდა, რომელიც ჯერ საბჭოთა კავშირს, მერე კი პუტინ-მედვედევის ხელისუფლებას ებრძოდა “. ვინ იცის, იქნებ ამიტომ მოინდომეს პატარკაციშვილის ოჯახისათვის ცირკის წართმევა – ამხელა ქალის მონუმენტს სხვაგან აბა სად აღმართავდნენ? :დ

ფალოსოფიური მონუმენტების თემის გაგრძელება ბოლო პერიოდში ვაკის პარკში დადგმული ქანდაკებაა. ამბობენ, რომ დინამიკებზე შემჯდარი მკერდ მოშიშვლებული ქალი ხელისუფლების რომელიმე წევრის ახირება არ არის და ის მხოლოდ კლუბის კერძო ტერიტორიის საკუთრებაა, თუმცა ფაქტია, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა, უცნობი ჯარისკაცისა და ბავშვების გვერდით მისი ადგილი არ არის.

http://myvuvuzela.wordpress.com/2012/01/03/cunistatue/

საინტერესოა, მართლა დაიდგმება თუ არა ბათუმში ეს მონუმენტი, რომელიც საქართველოში „ უსექსო საბჭოური ეპოქის “ დასასრულისა და დაგვიანებული თითქმის ნახევარი საუკუნით დაგვიანებულის სექსუალური რევოლუციის სიმბოლო გახდება.

Advertisements

ნაივური. სუპერი – რა უნდოდა ერლენდ ლუს ?!

პირველად გამიჩნდა წიგნის გაკრიტიკების სურვილი. ვაკრიტიკებ წიგნს, რომელიც მეგობარმა მაჩუქა და რატომღაც მეგონა, მომეწონებოდა.

“ორი მეგობარი მყავს, ერთი ცუდი, ერთი კარგი” დაახლოებით ასე იწყება წიგნი, რომელიც პირველიე აბზაცის წაკითხვისას სელინჯერს გაგონებს… მაგრამ მალე ამ აზრის თვში გავლებას მწარედ ნანობ….

მოკლედ, როგორც თავად გმირი იუწყება, ორი მეგობარი ყავს, ის რომელიც კარგია, სხვა ქალაქშია წასული; რომელიც ცუდია არსადაც არ არის მაგრამ გმირს მასთნ კონტაქტის სურვილი არ აქვს. ყავს ძმა, რომელიც მასზ უფროსი და წრმატებულია, მშობლები, რომლებიც თავისთვის წყნარად ცხოვრობე, არ ყავს სეყვარებული, არ აქვს მუდმივი და დამღლელი სამსახური და თვს არ იკლავს სწავლით…. მოკლედბევრი თავისუფალი დროით გარშემორტყმულია და გდაწყვეტს, რომ უნდა დაფიქრდეს მის როლზე სამყაროში და საგანთა ურთიერთკავშირზე (!)

ყველა ამ სიკეთესთან ერთად, კითხულობს წიგნს მოლეკულებსა და ატომებზე და უნდა დარწმუნდეს, რომ დრო არ არსებობს და ის მხოლოდ ჩვენი გამოგონილია – აქ მე მომენტალურად მიჩნდება სურვილი, ვუთხრა: დრო არსებობს თუ არა რა მნიშვნელობა აქვს, არსებობს დღისა და ღამის თვალხილული ზღვარი, კიდევ  არსებობს ის დრო, რომელსაც ყველა ადამინია ემორჩილება – და თუ არ დაემორჩილები, მაშინ გამოდის აღარც არაფერი გესაქმება ამ სამყაროში; და კიდევ, მადლობა თქვი რომ დრო არსებობს და გადის – თორე აბა წარმოიდგინე, რა კოშმარი იქნებოდა, შენი, ჩემი და კიდვ ათსნაირი კრეტინის არსებობა ამ სამყაროში!!!!

მოკლედ, ეს ჩვენი უსაქმური გმირი პრობლემებს თითიდან წოვს და ძუძუმწოვარა ბავსვის ინსტიქტებს იღვიძებს საკუთრ თვში, ჯერ ოჯახს გაიხსენებს, ერე მამიკოსთან ერთდ სახლს შემოუვლის წრეს, რომ დარწმუნდეს, უცებ ხელში ასაყვანი რომ გახდეს, მამა ისევ მის გვერდით იქნება; მერე ბურთს და საკაკუნოს ყიდულობს და პატარა ბავშვთან იწყებს მეგობრობას. ამ მეგობრობის წყალობით მთლი წიგნი მხოლოდ ბავშვური სიტყვების თამაშია და იმ სკოლის მოსწავლის დღიურს გავს, წერა ახალნასწავლი რომ აქვს და უთხრეს, მთელი დღიდან რაც დაგამახსოვრდება, აბა თუ მაგარი ბიჭი ხარ სიტყვებად ჩამოწერეო…. მოკლედ უკაკუნებს ამ თვის სარაკუნოს და თნ ტვინს ღუნავს… როგორც იქნა მის ცხოვრებაში ოდნავ საღი აზრი ჩნდება, გოგო მოეწონა და მიხვდა რომ უნდა დაურეკოს =) მერე ძმა ნიუ–იორკში დაპატიჟებს, სადაც იმდენი გასართობია, საკაკუნო და ბურთი სულაც აღარ სჭირდება – მოკლედ მიხვდება რო ცხოვრება კარგია, თუ თვისუფალ დროს კაკუნის მაგივრად გარეთ გახვალ, გაერთობი ან ვინმესთნ იმეგობრებ  ურა!! პრობლემები მოგვარდა და წიგნიც დასრულდა!

ღმერთო ჩემო!


Leon Seeker – არტი რომელიც უნდა იცოდეთ

http://leonseeker.tumblr.com/archive

ჩემთვის ვინმეს ეს ნახატები რომ ეჩვენებინა,  ვიფიქრებდი რომ მისი ავტორი საზღვარგარეთ მცხოვები მხატვარია, რომლის ნახატებიც არ ჩმოდის საგამოფენო დარბაზების კედლებიდან და ამ სიამოვნების სახლში ან პირად კოლექციაში ქონა ძლიან ძვირი ღირს (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ სწორედ ფულით იზომება “ძვირფასობა”)

თუმცა ამ შედევრების (ამ სიტყვის წაკითხვისას მომკლავდა 🙂 ) თბილისში ცხოვრობს, ჯერ ისევ “ჩვეულებრივი მოკვდავი” და ფართო წრეებში არცთუ ისე ცნობილია, მოკლედ მე ლევან ოჩხიკიძეზე საუბარს არ ვაპირებ, მისი ნახატები იმდენად მაგარია, აღარ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობს მათი ავტორი, რამდენი წლისაა, როგორ გამოიყურება (სხვათშორის არც თვისი ასაკისას გავს და მითუმეტეს არც ამ ნახატების ავოტორს), რა მუიკას უსმენს და როგორი გოგოები მოსწონს….

კარგით ხო, ამ ყველაფერს დიახაც რომ დიდი მნიშვნელობა აქვს მაგრამ მე არაფერს გეტყვით 😛

 


ველური ცხვრის ნოლსტალგია (ანუ წარუმატებელი ნადირობა მასზე)

ვზივარ გადაღებიდან-გადაღებამდე უსაქმურობით დაკავებული და იმ იშვიათ განწყობაზე ვარ, როცა არავის და არაფრის გაკრიტიკება მინდა;  არც საცოდავ იაპონელებზე ფიქრი;  მითუმეტეს არც  სავსე მთვარეზე (რომელზეც ისედაც არ ვფიქრობ); არც ლიბიაზე – და არც იმაზე რომ სადღც ომებია, არც მკვდრებზე და არც ცოცხლებზე ერთი სიტყვით – არ მინდა ფიქრი ყველაფერ იმაზე, რაზეც ალბათ ისედაც არ ვიფიქრებდი, წამდაუწუმ ცხვირში რომ არ მეჩხირებოდეს ეკრანებიდან.

არ მინდა, მაგრამ გვერდაც ვერ ვუვლი…

მერე მომდის ერთი (უკვე წინსაწარ ვხვდები რომ წარუმატებელი) იდეა – გავათვისუფლო გონება ამ ინფორმაციული ნაგვისგან, ყოველდღიური სასურველი თუ საძულველი სახეებისგან…

failed…

წარუმატებელი მცდელობაა, აბა რა – სამსახურში ვზივარ და 9 დიდ ეკრანზე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ვაკვირდები….

გონების თვალს ვხუჭვ (რეალურით კლავიატურას და ეკრანს უნდა ვუყურო), სიღერა, რომელიც ძლიან წააგავს ჩემსას (დღის ძირითდ ნაწილს გზაში და მანქანებში ვატარებ).

დამატებითი სურათები საოცნებო გარემოს, ან სასურველი მომენტების წარმოსადგენად…..

Дорога в мой дом И для любви это не место
მაგრამ არა, როგორც ჩანს გონება ზედმეტად დაკომპლექსებლია. აშკარად არ გამომდის “რამე სხვაზე” საზოგადოდ ფიქრი.

მურაკამი – აი რა უნდა შეზღუდულ გონებას, სხვისი ტვინით მაინც დავაღწევდი თავს  – მოხვეულს და სულ ცოტა ხნით მაინც გავაკეთებდი იმას, რაც მართლა მინდა…

არადა ყველაფერი ძალიან მარტივია: ირჩევ სურვილს ან მიზანს და იწყებს მის განხორციელებას შესაძლებლობების ფარგლებში, აი მაგალითდ, ერთ დღესაც ძლიან მომენატრება ზღვა, ყველაფერს მივყრი და წვალ, მოვიმარაგებ წიგნებს (იშვიათი შემთხვევისთვის), მუსიკას – ყველა შემთხვევისთვის და ცოტა ხანი მშვიდი ვიქნები, არც ადამიანებთან კონტაქტი მომინდება, არც სამსახური მომენატრება – ვინც მომენატრება მოვიკითხვა, ვისი დანახვაც არ მომინდება არც დავინახავ – ყოველი შემთხვევისთვის წამოღებული წიგნების წაკითხვა არ მომინდება, იმიტომ რომ თვს ზედმეტან კარგად ვიგრძნობ, მაგრამ აუცილებლად დამჭირდება ზღპრის წიგნები! და მუსიკა მუსიკა მუსიკა და პაუზზებს შორის ზღვის ხმა…

გამარჯობა, მე ლიზა მქვია. სამწუხაროდ არ ვარ იდეალისტი და არც ოცნებებს მივყვები. უბრალოდ ძალიან მომინდა ველურ ცხვარზე მენადირა, ისიც იმიტომ – წინასწარ ვიცოდი ნადირობა წარუმატებელი იქნებოდა. არც ზღვის ტალღების ხმა მესმის და ვერც ვერასოდეს მეყოფა გამბედაობა, თუნდაც ერთი დღით მივატოვო ეს სასურველი თუ საძულველი სახლები და სახეები. ჩვეულებრივი დინებას აყოლილი მეოცნებეობაზე მეოცნებე რეალისტი ვარ! უბრალოდ იაპონიაში მიმდინარე მოვლენებზე (და კიდევ ერთ-ორ ფაქტზე, რასაც აქ არ ვწერ) სულ მურაკამი მახსენდება და ძალიან მინდა წარუმატებლად ვინადიროველურ ცხვარზე, ღმერთმა არ ქნას დავიჭირო, მაშინვე მოკვდება….

 

 

 

 

 


მე <3 აფხაზეთი?

ახალი “პოსტი” გავხსენი, რომ წერა დამეწყო და გავჩერდი….

არ ვიცი რა დავიწყო და საიდან. აფხაზეთზე დაწერა მომინდა უცებ, ზღვას ვნატრობდი გუშინ და ჩემმა მეგობარმა ხუმრობით შემომათავაზა, წამოდი გაგრაში, ციფერ ტბაზე სასეირნოდ წავიდეთო. უფრო სწორედ მან უბრალოდ შემომთავაზა, მე კი , როგორც ამ დროს ნებისმიერი სხვა ნორმალური ადამიანი მოიქცეოდა, ეს ყველაფერი ხუმრობად მივიღე.

მერე აფხაზეთზე დაწერა მომინდა.  მოდი დავიწყებ:

22 წლის ვარ, “ომის პერიოდში” გაზრდილი თაობის წარმომადგენელი. დიდი ხანია ბავშვობიდან არაფერი გამხსენებია და ახლა ერთბაშად წამომიტივტივდა მოგონება, რომლის დაწერისასაც ალბათ იფიქრებთ ( და სრულიად ადეკვატური იქნებით ამ მომენტში), რომ ვინმე გონებაშეზღუდულთნ გაქვთ საქმე:

მახსოვს დედას მეგობარ ჟურნალი “თეთრი წერო” მოქონდა. ჟურნალში როგორც მახოვს, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების ნახატები და ნაწერები იბეჭდებოდა, ყველა მოთრობა ერთნაირი შინაარსის იყო, “მინდა ომი აღარ იყოს”… კიდევ ერთი სათური მახსოვს “მზე მხოლოდ შავ ზღვაში ჩდის”, მეც ვკითხულობდი ჩემი ტოლი გოგო-ბიჭების ნაწერებს და ვფიქრობდი – რა ომზე წერენ ეს ბავშვები, ომი ხომ მხოლოდ ძველ ფილმებში არის მეთქი!

გამოდის მადლობა უნდა მოვუხადო ჩემს მშობლებს, გაგანია ომში ისე რომ გამზარდეს, არ ვიცოდი ეს სიტყვა რეალობას თუ ასახავდა.  მადლობა კიდევ ერთი რამისთვის უნდა ვუთხრა – დედას, ესეც ბავშვობის მოგონებას უკავშირდება. დასასვენებლად ვიყავი სოფელში, სახლი წიგნებით იყო გამოტენილი – მე  ფერად სურათებიან წიგნებს ვეტანებოდი, ერთ-ერთ წიგნში ისეთი ზღვა, ხეები და სახლები ვნახე, ადრე არსად რომ არ მენახა და ომის არ იყოს, ესეც არ მეგონა ჩვენი რეალობა. როცა ვიკითხე ეს “უცხეთი” არის მეთქი, დედამ თითქმის თვალზე მომდგარი ცრემლით მითხრა რომ ეს აფხაზეთი იყო, ადგილი სადაც ის ხშირად დადიოდა და ბევრი აფხაზი(ამ სიტყვას წარმოსახვით ხაზს ვუსვამ)  მეგობარიც ყავდა!

იყო კიდევ ჟიული შრატავა – კაცი, რომელზეც დედა და მამა ფილმს იღებდნენ და შიგადაშიგ, მათგან მოსმენილი ფრაზებიტ ყველაზე კეთილი და კარგი ადამიანი მეგონა მსოფლიოში.

კიდევ ერთი ბავშვობის მოგონება “გვახსოვდეს აფხაზეთი -ტკივილი ჩვენი”ა, დიდი ლურჯი პლაკატი, რომელიც ხშირად იყო ხოლმე გაკრული “ტრასებზე”.

მაინც არ მესმოდა რა იყო ეს აფხაზეთი, რატომ უნდა მყვარებოდა ან მისი დაბრუნება რატომ უნდა მდომებოდა. დაბრუნების ყველაზე მტკიცე არგუმენტი ყოველთვის ლამაზი ბუნება და ზღვა იყო – ყველა კურორტს მისტიროდა….

არ მიყვარს ურ პატრიოტიზმი, არც პატრიოტად ვთვლი თვს, არც სხვების გასაგონად მიყვარს – მაგრამ აფხაზეთი მაინც მიყვარს და მტკივა – როგორც გინდათ ისე გაიგეთ ეს!

მგონი არ აქვს აზრი იმაზე გამუდმებულ დავას ვის გამო დავკარგეთ აფხაზეთი – ედიკას, ზვიადის, მხედრიონის, რუსების, აფხაზების ღალატის თუ ეროვნული გვარდიის  ცუდი შეიარაღების გამო – ალბათ ყველამ თვისი წილი შეიტანა ამ საქმეში. ფაქტი ის არის რომ დავკარგეთ, და კიდევ ის, რომ მას ომით ვერასდეს დავიბრუნებთ!

აფხაზეთს  მარტო მზიანი სანაპიროს სიყვარულით ვერ დაიბრუნებ,  მზიანი სხვა უარავი სანაპიროცაა წასასვლელად…

აფხაზეთს ვერც “ცარიელი სიტყვებით” დაიბრუნებ და ვერც 20 წლის წინანდელი კადრბის ჩვენებით – იქაც აქტიურად მიმდინარეობს “ფასადური დემოკრატიის” რეფორმები და ბევრი ქუჩა და “სასტუმრო აფხაზეთიც” მშვენივრად არის გარემონტებული.

აფხაზეთს მითუმეტეს ვერ დაიბრუნებ აფხაზების სიძულვილით!

ზუსად აფხზების სიძულვილი და ლამაზი ზღვის სიყვარული მაბრაზებს ადამიანებში, ერთხელ მეგობართნ სერიოზული ჩხუბიც მომივიდა ამის გამო – დავიწყეთ ლაპარაკი, ნეტა ოდესმე ის დრო თუ მოვა, სოხუმში რომ ჩვალთო…  ლაპარაკ-ლაპარაკში გამოირკვა, რომ მეგობარიც იმ კატეგორაის მიეკუთვნებოდა “ყველა აფხაზს ერთ დეს ამოსაწყვეტად” რომ თვლიდა…. ბევრი ვიკამათეთ, კი არ ვკამათობდი, ვჩხუბობდი …

წეღნ ფორუმ გადავაწყდი – ისევ ზღვა და მიწა ენატრება ყველას – სადღაც, ფორუმის ბოლოს ერთმა ადამიანმა დაიჩივლა, ყველა მიწაზე რომ წერთ, იქ ხალხი ცხოვრობს და იმათზე რატომ არაფერს ამბობთო!

“კარგები” და “ცუდები” ყველგან არიან, ომიც მხოლოდ ერთი დამიანის ან ერთი მხარის ბრალი არასოდეს არის… არც “ურა პატრიოტიზმი” და ყველას შეცოდება ან სიყვარული მოეთხოვება ადამიანს… აფხაზეთს ვერც ჩემი სიყვარულით დავიბრუნებთ და ვერც პოლიტიკოსების “დისტანციური” მოწოდებებით – მაგრამ მგონი აფხაზებს ვეღრც იმ ერთი მუჭა აფხაზებით დავიბრუნებთ, ჩვენ რომ მაინც გვძულს და დასახოცად გვემეტება და სულ მალე თვადვე რომ გაქრებიან.

“ცისფერ ტბაზე” სეირნობა ნამდვილად არ არის ჩემი ოცნება, არც ის ვიცი წავალ თუ არა ოდესმე გაგრაში, არც აფხხაზეთიდან ვარ დევნილი, არც გალიდან (და არც სამხრეთ ოსეთიდან), არც “ურა პატრიოტები” მიყვარს და რათქმაუნდა არც მე ვარ ასეთი

მაგრამ

მე მაინც ❤ აფხაზეთი!

 

 

 

 

 

 


Searching for my heart

“სადაც არ უნდა წახვიდე, წადი გულით”  [კონფუცი]

მე კიდე ყველგან უგულოდ დავდივარ – მაშინაც, როცა ვინმეს კლავენ, ან თავს იკლავს; … როცა რამე უბედური შემთხვევა ხდება;  ….. როცა სამამულო ომის ვეტერანები, ან ომში დაღუპულთ დედები ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ; ….. როცა სახლს ცეცხლი უკიდია ან სადმე ავარია ხდება…..

ამ უგულობას სიტყვა “პროფესიონალიზმით” ვნიღბავ ხოლმე (თუმცაღ თვი დიდ პროფესიონალად, და საერთოდაც პროფესიონალად არ მიმაჩნია).

გული არც მაშინ მაწუხებს, როცა მათხოვრებს ჩვუვლი ხოლმე – “მათხოვრობა” ჩვენს ქვეყანაში ისეთივე რეიტინგული პროფესიაა, როგორც იურისტობა ან მენეჯერობა. გული არც ქუჩაში მძინარე ჩვილი ბავშვების დანახვაზე მაწუხებს, რა ჩემი ბრალია კომპრაჩიკოსობა დღესაც ისეთივე პოლპულარული თუა, როგორც “კაცი რომელიც იცინის” დწერის დროს იყო.

ისე გამოდის, თითქოს ჩემს უგულობაში სხვებიც მინდ გავრიო, მაგრამ მგონი მარტო მე არუნდა ვიყო უგულო.  რატომღც მგონია, რომ ადამიანებს სიტყვა სიყვარული აშინებთ. ამ სიტყვას მეც საკმაოდ იშვიათად, “მარკასავით”, მხოლოდ გარკვეულ საგნებთან მიმართებაში ვხმარობ.

გამოდის რომ სიყვარულიც, სხვა ბევრი ცნების მგავსად, მომხრმარების საგნად იქცა.  ხშირ შემთხვევაში ეს ლოგიკურია, იქ სადაც გული არ არის, ვერც სიყვარული ინება. თუ სიყვარული არ არის, მაშინ არც სიძულვილი უნდა იყოს.

და თუ არც სიყვარულია და არც სიძულვილი, მაშინ მათ ადგილზე რაღც ინდფერენტული და ირონიული გრძნობები ჩნდება. მეც ამ გრძნობებით ვარ მოცული და თვს სრულიად კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ ზოგჯერ, როცა საქმე არ მაქვს – მაინც მებადება ხოლმე კითხვა: სად არის ჩემი გული?


ვიზრდებით თუ არა საქართველოში (?!) ანუ ინფანტა და პრეზიდენტი

“– მინდა რომ გავიზრდები პრეზიდენტი გამოვიდე

_ მამაჩემსაც უნდოდა და მუშა გამოვიდა!”

(ციტატა ერთ–ერთი საბავშვო გადაცემიდან)

ძნელია იცხოვრო იქ, სადაც ოცნებების ასრულების შანსი ოცნების დონეზეც კი არ არსებობს;  ადამიანთა უმეტესობას  ჩამოუყალიბდა მყარი ლოგიკა, რომ რადგან რეალურად არაფერი ხდება, იოცნებონ მაინც –  მყარი ოცნება მყარ ჩვევაში გადაიზარდა და ერის სენად იქცა.

ჩვენი ქვეყანა პარადოქსებით აივსო:

აქ ყველაზე მეტად სჯერათ ზღაპრების, ამიტომაც ძნელი გახდა ვინმეს სიმართლე დააჯერო.

საქართველო ის ქვეყანაა სადაც 80იანი წლების ბოლოდან “ბავშვობა” საფუფუნო სიტყვა გახდა;  მიუხედავად ამისა საქართველო ის ქვეყანაცაა, სადაც 50 წლის ასაკში ჯერ კიდევ შეიძლება ბავშვი იყო, და ამის მიუხედავადაც, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ერთდერთი ბავშვი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტია.

იყო და არა იყო რა, ერთ პატარა ქვეყანაში დიდი ინფანტი ცხოვრობდა. ერთხელ, მის მორიგ დაბადების დღეზე შობლებმა დიდი წვეულება გადაიხადეს და ბევრი ბავშვი დაპატიჟეს. ყველა გაერთო იუბილარი ინფანტის გარდა, როცა ტორტი შემოიტანეს – იუბილარმა სურვილი ჩაიფიქრა და სანთლები ჩააქრო….

გავიდა დრო და ინფანტი პატარა ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. პრეზიდენტმა ქვეყანა ლეგოს სათამაშოების დიდი მაკეტივით დაიდო წინ და თამაშიც დაიწყო.

თვიდან პრეზიდენტის საყვარელი თამაში შადრევნების დადგმა და მერე მათი სხვა ადგილებზე გდატანა იყო, როცა ყველგან დადგეს შადრევნები, სადც შეიძლებოდა, და იქაც, სადაც არ შეიძლებოდა.  მერე პრეზიდენტმა გზების კეთება დაიწყო –  უფრო სწრაფად და ბევრგან რომ ევლო. გზების პირას სახლები ფერადად შეღება, ზუსტად იმ ფერებად, ბვშვობაში რომ აწყობდა ფერადი ასაწყობებისგან.  მერე ადგა, შუშის სახლები დანგრია და მათ ადგილზე უფრო დიდი შუშის სახლები ააშენა. არც ყვითელი ავტობუსები დავიწყებია (ეს უკვე მისი მეუღლის ბავშვობის ფერებიდან).

მოკლედ ბევრი აშენა თუ ცოტა, პრეზიდენტს მოსწყინდა და ომობანას თამაში მოინდომა.

ითამაშა კიდეც!

ჯობია ზღაპარი ომით დავასრულოთ და რეალობაში გადმოვინაცვლოთ, პრეზიდენტი მართლა გავს ინფანტას (ოსკარ უაილდის ზღაპრიდან).

ბოლო დროს ერთი ცუდი გართობა დასჩეჩემდათ ჩვენს ქვეყანაში: პერიოდულად ბავშვებს აიძულებენ აგვისტოს ომი გაიხსენონდა მასზე რამე ნახატი ან ჩანახატი შექმნან. მათი ნხატებით კი მერე ისევ მთავარი ბავშვი  ერთობა.

იქ, სადაც თამაშიც კი რჩეულთა პრივილეგიაა რევოლუციამდელი და პოსტ რევოლუციონერი ბავშვებიც გონებაჩლუნობის კომპლექსით არიან შებყრობილი. ვისაც ბავშვობა არ აქვს, ის ვერც ვერასოდეს გაიზრდება. ვინც ვერ იზრდება, იას თავი ყოველთვის ბავშვი გონია – 50 წლის ასაკშიც კი – ამიტომ აქ ყველა ოცნებობს პრეზიდენტობაზე, მაგრამ პრეზიდენტმა ბავშვობაში, თავის ყველაზე ცუდ დაბადებისდღესზე სანთლებს  ძლიერად შეუბერა სული – ამიტომაც ოცნების მიუხედავად ამ ქვეყანაში ყველას ოცნებას ის ემართება, რაც სტატიის დასაწყისსია ნათქვამი (!)


%d bloggers like this: